Journals
-
Tariel Putkaradze International Society of Kartvelology /ტარიელ ფუტკარაძის ქართველოლოგიის საერთაშორისო საზოგადოება
ტარიელ ფუტკარაძის ქართველოლოგიის საერთაშორისო საზოგადოება შეიქმნა 2021 წლის 28 დეკემბერს.
ჩვენი მიზანია, პროფ. ტარიელ ფუტკარაძის ხსოვნის უკვდავსაყოფად, შევკრიბოთ და ფართო საზოგადოებისათვის უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მისი ნაშრომები, ასევე გავაგრძელოთ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა, რომელთანაც მეცნიერი თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით იყო დაკავშირებული. დასახული მიზნიდან გამომდინარე, საზოგადოების მუშაობაში გამოკვეთილია რამდენიმე ძირითადი მიმართულება:
1. ტარიელ ფუტკარაძის სამეცნიერო-პედაგოგიური თუ პუბლიცისტური ნააზრევის მომზადება სისტემური გამოცემისათვის; აქ გათვალისწინებულია როგორც სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში არსებული პუბლიკაციები, ისე აქამდე გამოუცემელი მასალები, კერძოდ:
- სოციალურ ქსელში განთავსებული სტატიები და ჩანაწერების ის ნაწილი, რომელიც ღირებულია ტარიელ ფუტკარაძის, როგორც პიროვნების, მოქალაქის, მასწავლებლის, საბჭოთა იდეოლოგემებისაგან თავისუფალი ქართველოლოგიის განვითარებისა და ქართველთა ერთიანობისათვის მებრძოლის, წარმოსაჩენად;
- დღიურები, რომლებსაც ტარიელ ფუტკარაძე წლების განმავლობაში ქმნიდა; ეს ჩანაწერები, ასახავს რა ერთი ქართველი კაცის თავგადასავალს, ამავდროულად წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან წყაროს ჩვენი უახლესი ისტორიის შესასწავლად.
2. ტარიელ ფუტკარაძის ავტორობითა და რედაქტორობით მომზადებული სახელმძღვანელოების მიხედვით, ქართული ენის კურსების / პროგრამების შემუშავება-ამოქმედება:
- საქართველოს მოქალაქეებისათვის;
- საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს მიღმა მცხოვრები ქართველებისათვის, რომლებიც არიან ამჟამინდელ თურქეთსა და ირანის პროვინციაში - ფერეიდანში;
- უცხოელებისათვის.
3. ტარიელ ფუტკარაძის ჩანაფიქრის მიხედვით, სხვადასხვა სახელმძღვანელოს (ქართული ენა, ქართული ენის სტილისტიკა...) მომზადება;
4. აქტიური თანამშრომლობა ყველა იმ დაწესებულებასთან, რომლებიც ორიენტირებული არიან ტარიელ ფუტკარაძის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიების ჩატარებით;
5. ტარიელ ფუტკარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური კონფერენციის ორგანიზება, სადაც წარმოდგენილი იქნება საზოგადოების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში;
ვიმედოვნებთ, საზოგადოების საქმიანობა ხელს შეუწყობს პროფ. ტარიელ ფუტკარაძის მეცნიერული და მოქალაქეობრივი ორიენტირების პოპულარიზებას და ქვეყნის საიმედო მომავალი თაობის აღზრდას.
-
Journal of Georgian Psychology
Journal of Georgian Psychology is a peer-reviewed and refereed scholarly journal that has been published since 1960 (Printed version).
Since 2010, the journal has been published in an electronic form (publishing house - "Mtsignobari"). Editor-in-Chief Zurab Vakhania (PhD in Psychology).
Journal of Georgian Psychology is a joint project of the Dimitri Uznadze Institute of Psychology and the Dimitri Uznadze Georgian Psychological Society.
Journal is registered in the International Identifier for serials and other continuing resources, in both electronic and print:
P-ISSN: 1987-6238
E-ISSN: