ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ამოცანები

ავტორები

  • ტარიელ ფუტკარაძე წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი ავტორი https://orcid.org/0000-0002-3946-000X

საკვანძო სიტყვები:

ქართველოლოგია, საინფორმაციო ომი, ქართველოლოგიის ცენტრი

ანოტაცია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 2006 წლის საშობაო ქადაგებაში ბრძანებს: `ისტორიოგრაფია, ენათმეცნიერება, არქეოლოგია... ნაწილობრივ პოლიტიზებული მეცნიერებებია და, ბუნებრივია, ყოველი ქვეყანა, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, იყენებს მათ. ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია იმპერიებისათვის, რომელნიც ამ მეთოდით ცდილობენ, გაიმყარონ თავისი პოზიციები” (ილია II 2006:10). დიდ იმპერიას აქვს შთამბეჭდავი რესურსები, თავისი ინტერესების შესაბამისად დაგეგმოს და მართოს მეცნიერება დაპყრობილი მცირერიცხოვანი ერების შესახებ. სამწუხაროდ, ამგვარ ზემოქმედებას ვერ ასცდა ვერც ქართველოლოგია. სხვა მეცნიერებების მსგავსად, ქართველოლოგია ინტენსიურად ვითარდება ბოლო ორი საუკუნის მანძილზე; ამ პერიოდში საქართველო მეტწილად ანექსირებული იყო რუსეთის იმპერიის მიერ; შესაბამისად, ქართველოლოგიის დაგეგმვისა თუ განვითარებისადმი მკაფიოდ ჩამოყალიბდა რადიკალურად განსხვავებული ორგვარი მიდგომა: 1. იმპერიის გეოპოლიტიკურ ინტერესებზე ორიენტირებული კვაზიქართველოლოგია; 2. ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესებზე ორიენტირებული მეცნიერული ქართველოლოგია.

გამოქვეყნებული

2025-01-23

გამოცემა

სექცია

Articles

როგორ უნდა ციტირება

ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ამოცანები. (2025). ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები, 1(1). https://new.kartvelology.ge/index.php/Journal/article/view/2