ტარიელ ფუტკარაძის ხელმძღვანელობით დაწყებული პროექტის „ქართველურ-თურქულ სამეტყველო კოდთა შერევის კანონზომიერებები ქართველურენოვანი მუჰაჯირების შთამომავალთა მეტყველების მიხედვით" წარდგენა
პროფ. ტარიელ ფუტკარაძის გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ დასრულდა მისი ხელმძღვანელობით დაწყებული პროექტი: „ქართველურ-თურქულ სამეტყველო კოდთა შერევის კანონზომიერებები ქართველურენოვანი მუჰაჯირების შთამომავალთა მეტყველების მიხედვით"; პროექტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ იყო დაფინანსებული;
ტარიელ ფუტკარაძის, მანანა ტაბიძის, მიხეილ ლაბაძის, კესო გეჯუასა და სოფიო კეკუას მონოგრაფიის წარდგენა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა.
მონოგრაფიაში აღწერილი და განხილულია თურქეთის რესპუბლიკის სამ რეგიონში მოსახლე ქართველურენოვან მუჰაჯირთა შთამომავლების მეტყველების თავისებურებანი, ქართველურ-თურქულ სამეტყველო კოდთა შერევის შემთხვევები.
ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ტარიელ ფუტკარაძე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა მუჰაჯირთა პრობლემებზე.