ქართული ენის უფასო კურსები  თბილისში მცხოვრები ომით დაზარალებული უკრაინელებისათვის

2024-11-20

2023 წლის შემოდგომის სემესტრიდან საზოგადოების ორგანიზებითა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელშეწყობით უწყვეტად მიმდინარეობს  უფასო დასწრებული და დისტანციური გაკვეთილები თბილისში  მცხოვრები ომით დაზარალებული უკრაინელებისათვის  (A0, A1 და A2 დონეები; პედაგოგები:  მზია სალვარიძე, ნათია ფუტკარაძე, სოფიო კეკუა).