პროფ. ტარიელ ფუტკარაძის სახელობის ქუჩა

2024-11-20

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება № 410

 2022 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში ნაძალადევის რაიონში დავით გურამიშვილის გამზირთან 

მდებარე უსახელო ქუჩისთვის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის 

პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის სახელის მინიჭების შესახებ

 

 

საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ნაძალადევის რაიონში, დავით გურამიშვილის გამზირთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის  სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 საკრებულოს თავმჯდომარე