დახმარება და კონსულტაცია
შეთავაზება მეცნიერების, სამეცნიერო ჟურნალების დამფუძნებლებისა და რედაქტორებისთვის
ტარიელ ფუტკარაძის სახელობის ქართველოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების (TPISK) „მეცნიერების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში გთავაზობთ უფასო კონსულტაციასა და სამეცნიერო თუ ტექნიკურ მხარდაჭერას.
-=- ჩვენ შეგვიძლია თქვენს მონოგრაფიასა თუ სტატიას მივანიჭოთ უფასო, https://doi.org/ პორტალზე ოფიციალურად რეგისტრირებული DOI (ობიექტის ციფრული იდენტიფიკატორი, რომელიც დაეფუძნება საზოგადოების შემდეგ იდენტიფიკატორს: 10.52340/PUTKARADZE/თქვენი ნაშრომის ISBN-ი).
-=- გადაგამისამართოთ ექსპერტებთან ან გაგიწიოთ უფასო ონლაინკონსულტაცია როგორც ქართველოლოგიურ კვლევებთან, ასევე თქვენი ჟურნალისთვის თანამედროვე, OJS (ღია ჟურნალების სისტემა) პლატფორმასთან დაკავშირებით.
დაგვიკავშირდით მისამართზე: info@kartvelology.ge
სამეცნიერო მხარდაჭერის მიღების შემთხვევაში აუცილებელი იქნება საზოგადოების შესახებ მცირე ინფორმაციისა და ლოგოს განთავსება თქვენს კრებულში, სტატიის სქოლიოსა თუ ვებგვერდზე.
იხ. ნიმუში: