ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდიის ფარგლებში კონკურსს აცხადებს.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო ერთი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს (სტუდენტი), რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი (ბაკალავრიატი) და მეორე (მაგისტრატურა) საფეხურის იმ აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთა კვალიფიკაცია მიეკუთვნება ქართველოლოგიის მიმართულებას, აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი და, რომელთა ბოლო სემესტრის აკადემიური მოსწრების ქულა საშუალო არითმეტიკულით არის 81% და მეტი.
საბაკალავრო პროგრამები:
- ქართული ფილოლოგია;
- ქართული ენა და ლიტერატურა;
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:
- ქართველური ენათმეცნიერება;
- ქართული ლიტერატურა;
- ლიტერატურის თეორია და ქართული ლიტერატურათმცოდნეობა;
- ქართული ფილოლოგია;
- ქართული სალიტერატურო ენა;
- ქართული ლიტერატურის ისტორია;
- შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ისტორია;
- ახალი და უახლესი ქართული ხელოვნების ისტორია;
- საქართველოს ისტორია
ერთჯერადი ფინანსური დახმარება სტუდენტებზე გაიცემა სასწავლო წლის განმავლობაში ერთჯერ, 1000 ლარის ოდენობით. თუ სტუდენტს კვალიფიკაციის მინიჭებამდე დარჩენილი აქვს მხოლოდ ერთი სასწავლო სემესტრი 500 ლარი.
სტუდენტი, რომელიც მოიპოვებს დაფინანსებას სამინისტროს „სტუდენტთა დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში არ აქვს „ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდიის“ ფარგლებში მონაწილეობის უფლება.
ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდიის კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს:
- განცხადება;
- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
- ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ;
- ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის თარიღის, კურსის, ფაკულტეტისა და სპეციალობის შესახებ (შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდებიდან არ დგინდება, რომ პროგრამა მიეკუთვნება ქართველოლოგიის მიმართულებას, ცნობაში ასევ უნდა იყოს მითითებული, რომ სტუდენტის სპეციალიზაცია და საკვალიფიკაციო ნაშრომის თემა მიეკუთვნება ქართველოლოგიის მიმართულებას);
- ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის ბოლო სემესტრის აკადემიური მოსწრების შესახებ;
- საჭიროებიდან გამომდინარე, სამინისტროსგან დამატებით მოთხოვნის შემთხვევაში ინფორმაცია სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული შედეგების შესახებ.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადება და დებულებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს მატერიალური ფორმით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქ. N4)
2022 წლის 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს 18:00 სთ-მდე.
იხილეთ: დებულება, განცხადების ფორმა
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
მისამართი: ქ. ბათუმი. ლ. გუდიაშვილის ქუჩა №4
ტელ: 577 52 03 14 - მარინა პაქსაძე
განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო