გაწევრიანება

ტარიელ ფუტკარაძის სახელობის ქართველოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების გამოსაწერად და სიახლეების (ინფორმაცია ქართველოლოგიური სამეცნიერო სიახლეების  – გრანტებისა და კონფერენციების შესახებ) ელ. ფოსტაზე მისაღებად  აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება.

საზოგდოებაში გაწევრიანება და ინფორმაციის მიღება სამეცნიერო და საგანმანათლებლო სიახლეების შესახებ  უფასოა და ყოველთვის იქნება  უფასო სტუდენტთა და მეცნიერთათვის.

 2025 წლიდან  იგეგმება ნებაყოფლობითი შემოწირულობის ანგარიშის ნომრის გახსნა, რომელზეც, სურვილის მიხედვით,  შესაძლებელი იქნება შემოწირულობის გადარიცხვა ფერეიდნელი და თურქეთელი ქართველებისათვის  მშობლიური ენის უფასო გაკვეთილების ხელშეწყობის მიზნით (საზოგადოების დამფუძნებლები მივესალმებით  საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით პროექტში თანამონაწილეობასაც);

შემოწირულობა აბსოლუტურად ნებაყოფლობითია და საზოგადოების თითოეულ წევრს აქვს უფლება, არ   გადარიცხოს თანხა შემოწირულობის მიზნით.  

 ინფორმაცია  საზოგადოების თითოეულ წევრს მიეწოდება თანაბრად, მიუხედავად შემოწირულობისა. 

 

 საკუთარი სურვილის შემთხვევაში  შემოწირული თანხის ოდენობა  შეადგენს:

  • ყველა საფეხურის  სტუდენტთათვის –   წლიური10 ლარს  (წელიწადში ერთხელ)
  • არასტუდენტთათვის  –   წლიურ 20  ლარს (წელიწადში ერთხელ) 

საზოგადოების მიზნები და ამოცანები ვრცლად იხ. ბმულზე:  https://new.kartvelology.ge/About 

 

ინფორმაცია წევრის სტატუსის შესახებ:

  • წევრის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს  ნებისმიერ ქართველ და არაქართველ  მეცნიერს, რომელიც მუშაობს  და დაინტერესებულია ქართველოლოგიის მიმართულებით (იხ. რეგისტრაციის ბმული).
  • ნებისმიერ დროს შესაძლებელია წევრის სტატუსის შეწყვეტაც; ამისათვის საკმარისია  მხოლოდ საკუთარი  სახელისა და გვარის მითითება  შემდეგ ბმულზე: წევრის სტატუსის შეწყვეტა;  შედეგად, აღარ მიიღებთ ყოველკვირეულ სიახლეებს სამეცნიერო ღონისძიებათა შესახებ.

წევრები:

  1.