ქართული ენის უფასო კურსები  ბათუმში მცხოვრები ომით დაზარალებული უკრაინელებისათვის

2024-11-20

2022 წლის შემოდგომის სემესტრში ენის ამერიკული ცენტრისა და ტარიელ ფუტკარაძის სახელობის ქართველოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების (TPISK-ის) პარტნიორობით, ბათუმის  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ქსელის ფინანსური მხარდაჭერით,  შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორგანიზებული იყო ქართული ენის 4-თვიანი კურსები  ბათუმში მცხოვრები ომით დაზარალებული უკრაინელებისათვის (ქართული ენის ნულოვანი და A1 დონეები; პროექტის ავტორი და  ხელმძღვანელი:  ნათია ფუტკარაძე, პროექტის მენეჯერი: მზია სალვარიძე, პედაგოგები: გულნაზ სამნიძე, მაია კიკვაძე და ინგა ბაგრატიონი).   პროექტი  მიეძღვნა  ცნობილი ქართველოლოგის, პროფ. ტარიელ ფუტკარაძის ნათელ ხსოვნას.