ქართული ენის უფასო კურსები ბათუმში მცხოვრები ომით დაზარალებული უკრაინელებისათვის
2022 წლის შემოდგომის სემესტრში ენის ამერიკული ცენტრისა და ტარიელ ფუტკარაძის სახელობის ქართველოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების (TPISK-ის) პარტნიორობით, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ქსელის ფინანსური მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორგანიზებული იყო ქართული ენის 4-თვიანი კურსები ბათუმში მცხოვრები ომით დაზარალებული უკრაინელებისათვის (ქართული ენის ნულოვანი და A1 დონეები; პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი: ნათია ფუტკარაძე, პროექტის მენეჯერი: მზია სალვარიძე, პედაგოგები: გულნაზ სამნიძე, მაია კიკვაძე და ინგა ბაგრატიონი). პროექტი მიეძღვნა ცნობილი ქართველოლოგის, პროფ. ტარიელ ფუტკარაძის ნათელ ხსოვნას.